ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
1790777510
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა „ქრონიკასთან“ შეაფასა IRI-ის კვლევის შედეგები, რომელიც ოპოზიციამ დამალა.
„ბუნებრივი იყო ის რეაქცია, რაც მათგან ამ კვლევის შედეგებს მოჰყვა. კვლევა ადასტურებს, რომ მათ დაკარგეს ნდობა საზოგადოებისგან და მათ მოიჭრეს ყველანაირი გზა, რათა ქართველ ხალხთან ისაუბრონ სამომავლო, თუნდაც პოლიტიკურ თემებზე“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
კვლევის შედეგებით ჯამში რვა ოპოზიციურ პარტიას 16 პროცენტი აქვს, მმართველ გუნდს კი ალოკაციის გარეშე - 36.