პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
1788447042
რადიკალები, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებენ უნისონში ყოფილ პრემიერთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და შექმნან განცდა, რომ ამ საქმესთან მიმართებით არსებობს გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებებს.
„პროკურატურის მიდგომა სავსებით მართებულია, იმისთვის რათა წერტილი დაესვას ყველანაირ ბინძურ ჭორს ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, როგორ ცდილობენ პოლიტიკური სვავები, რომ კონკრეტული ტრაგედიები საკუთარი დღის წესრიგის შესაქმნელად გამოიყენონ. რადიკალები, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებენ უნისონში ყოფილ პრემიერთან ერთად, (რაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს და ძალიან სამწუხარო მოცემულობაა) ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და შექმნან განცდა, რომ ამ საქმესთან მიმართებით არსებობს გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს.
პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.