ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო, რომელიც ორ კვირას გასტანს - რას გვირჩევენ ექიმები
1741940524
იმდენად გამჭვირვალედ წარიმართა თავად საარჩევნო პროცესი, რომ საბოლოო ჯამში მათ ყველანაირი ბერკეტი გამოეცალათ ხელიდან იმისა, რომ კვლავაც დაეწყოთ საზოგადოებრივი აზრით ბოროტად მანიპულირება, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ISFED-ის შესახებ.
იგი ამგვარად ეხმაურება ორგანიზაციის მიერ პროკურატურისთვის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ არასრული დოკუმენტაციის გადაცემას.
„მათ საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ შესაბამისი თანამშრომლობის განხორციელება. იმდენად გამჭვირვალედ წარიმართა თავად საარჩევნო პროცესი, რომ საბოლოო ჯამში მათ ყველანაირი ბერკეტი გამოეცალათ ხელიდან იმისა, რომ კვლავაც დაეწყოთ საზოგადოებრივი აზრით ბოროტად მანიპულირება. ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2020 წელს მათ მიერ გაყალბების მცდელობა. ეს თაღლითური სქემა ახლა აღარ მუშაობს”, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
„სამართლიანი არჩევნების“ - ISFED-ის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილ პარალელური ხმების დათვლის დოკუმენტაციაში არ არის ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ მათ მიერ ჩატარებული პარალელური ხმების დათვლის შედეგები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ემთხვევა.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე განაცხადა, რომ ცესკოსა და ISFED-ის შედეგები ერთმანეთს დაემთხვა, თავად არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ საბოლოო ანგარიში არ შეუდგენიათ.