ვოლოდიმირ ზელენსკი რობერტ ფიცოს შეხვდა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა რობერტ ფიცოსთან საუბარი მნიშვნელოვნად შეაფასა.

„მადლობა ამ ვიზიტისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შორის ეს დიალოგი არსებობს. ჩვენ ამას განვაგრძობთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავისი საუბრის შესახებ, ასევე „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შედეგების თაობაზე.