ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას არ აპირებს და პარტიის პოლიტიკურ საბჭოს შემადგენლობაში რიგით წევრად დარჩება. ამის შესახებ ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სამი მიზეზით მოვედი. პირველი – მადლობა ვუთხრა მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან დელეგატები ყრილობაზე, იმ ნდობისთვის, რომელიც მომანიჭეს ორი წლის წინ, რათა მემსახურა პარტიისთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს სწორედ ეს იყო. მეორე მიზეზი იყო ის, რომ ჩემთვის მთავარია ბრძოლა და არანაირ თანამდებობას არასდროს ჰქონია მნიშვნელობა. მთავარია ბრძოლა, სიმართლე, ღირსება და ის გამარჯვება, რომელიც ყველამ ერთად უნდა მოვიპოვოთ.
მესამე მიზეზი, რის გამოც დღეს აქ მოვედი – მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას, რომ მართოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი მხრიდან ახლა ყველაზე სწორი იქნება, ბრძოლა გავაგრძელო ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითმა წევრმა. ჩემი თხოვნაც იყო, რომ ჩემი კანდიდატურის დასახელებაც არ მომხდარიყო, რათა არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც არაერთხელ განიმარტა, ეს არის დროებითი ორგანო, დროებითი სტრუქტურა, რომელიც იქმნება, რამდენადაც მე მესმის, ექვსი თვით, შესაბამისად, მე ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში.
განვმარტავ კრიტიკოსებისთვისაც, გულშემატკივრებისთვისაც, მაგრამ, პირველ ყოვლისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის, ვისთან ერთადაც 2012 წლიდან მთელი ჩემი არსითა და შეგნებით ვიბრძვი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არსად წასვლას არ ვაპირებ. ვრჩები იმ ორგანოს წევრად, რომელიც მიმაჩნია, რომ მთავარი პოლიტიკური ორგანოა ამ პარტიაში, ზოგადად დემოკრატიულ პარტიებში, რადგან ეს არის ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959