თინა ბოკუჩავა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიმართავს - დაჯექი, ორიანი

თინა ბოკუჩავა

დაჯექი, ორიანი, – ასე ეხმაურება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ თბილისში სამდღიანი ვიზიტი კონფერენციაზე დღეს შეაჯამა, სადაც ისაუბრა გამართულ შეხვედრებსა და განხილულ საკითხებზე.