ტიერი მარიანი: ზოგჯერ არის ხოლმე განცხადებები ევროპარლამენტში ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილზე. თუ პოლიტიკოსი გაასამართლეს სხვა ქვეყანაში, ყველა პატივს სცემს ევროპაში და რატომ არ სცემენ პატივს თქვენს სასამართლო სისტემას?!

ტიერი მარიანი

ზოგჯერ არის ხოლმე განცხადებები ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილზე. თქვენ თავისუფალი სამართალშემოქმედება გაგაჩნიათ. სასამართლო სისტემა თავისუფალია და პატივი უნდა ვცეთ ამას, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „იმედი LIVE“-ში.

წამყვანმა მას ჰკითხა ევროპარლამენტის რეზოლუციებზე, სადაც ყოველთვის ხვდება ბოლო პერიოდში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის საქმეზე არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება და როცა არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები სააკაშვილთან მიმართებით, მისი კოლეგები არ კითხულობენ ამ გადაწყვეტილებებს, თუ სხვა ინტერესებთან გვაქვს საქმე.

„მომავალ რეზოლუციას არ ვიცნობ. 10 დღის მერე გავიგებთ ამის შესახებ. ზოგჯერ არის ხოლმე განცხადებები ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილზე. თქვენ თავისუფალი სამართალშემოქმედება გაგაჩნიათ. სასამართლო სისტემა თავისუფალია და პატივი უნდა ვცეთ ამას. მას მიუსაჯეს. თუ პოლიტიკოსი გაასამართლეს სხვა ქვეყანაში, ყველა პატივს სცემს ევროპაში და რატომ არ სცემენ პატივს თქვენს [სასამართლო] სისტემას, ეს გახლავთ ძალიან ცუდი მაგალითი ჩემი აზრით“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.