„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
„მე ვიღაცასთან შეხვედრა მინდოდა და ამის გამო ადგილობრივი კანონმდებლობა დავარღვიე“ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნება და ვერაფერი გაამართლებს ამას. როგორ შეიძლება ეს გამართლდეს? - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ელინა ვალტონენის პარლამენტთან აქციაზე მისვლას.
დეპუტატმა „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი უცხოელი დიპლომატების საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით უნდა ხდებოდეს.
„ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ, რომ ასეთი ტიპის დიპლომატები შეხვდნენ ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ქართული კანონმდებლობის დაცვით. შეგიძლიათ გაიხსენოთ უამრავი შეხვედრა ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან სხვა ტიპის ჯგუფებთან“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტთან შეკრებილებს გაესაუბრა. მან სოციალურ ქსელში რადიკალების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტები შეკრებილები არიან, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიული კურსის მიმართ“.
საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“.