წყალი 16 საათით შეწყდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1772136064
ოპოზიცია როდესაც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ხელისუფლებას ერჩოდა და ქართველი ხალხის ზიანზე არც კი გაუფიქრია, დიდი ტყუილი იყო, ყველაფერი ფარისევლობაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
თენგიზ შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის გაგზავნილ წერილზე, რომელშიც ნათქვამია: „ვიზების შეჩერება შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს“.
როგორც თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, ყველაფერზე არიან წამსვლელი, არ აქვთ არც ქართველი ხალხის ინტერესი და არც სამშობლოსი.
„ამაზე დიდი ხანი ვსაუბრობდით. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი, საერთოდ არ აქვთ არც ქართველი ხალხის ინტერესი და არც სამშობლოსი, რაზეც ფონ დერ ლაიენმა პირდაპირ უპასუხა, რომ მზად არიან, ზიანი მიაყენონ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ საქართველოს და ქართველ ხალხს. ყველაფერს გაკეთებენ, რომ უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ, მაგრამ ამ ნაბიჯების გადადგმას ბევრი ქვეყანა მხარს არ უჭერს და სკეპტიციზმი ახლავს. თან არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელიც ჩვენი მხარდამჭერები არიან, სლოვაკეთი და უნგრეთი, არამედ სხვებიც. ოპოზიციონერები ყველაფერზე წამსვლელები არიან, ნებისმიერ დესტრუქციაზე – ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა საქართველოში, ოღონდ კი, ხელისუფლებაში მობრუნება მოახერხონ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.