თენგიზ შარმანაშვილი: რაღაც ეჭვი მეპარება, რომ მილიონობით ლარი ქუჩაში 10-10 ლარობით იყოს შეგროვებული, ალბათ, გამოძიება ამ ფონდების შევსების წყაროსაც დაადგენს

თენგიზ შარმანაშვილი

რაღაც ეჭვი მეპარება, რომ მილიონობით ლარი მართლა ქუჩაში 10-10 ლარობით იყოს შეგროვებული, ალბათ, გამოძიება ამ ფონდების შევსების წყაროსაც დაადგენს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა

მან კომენტარი გააკეთა რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით.

„გახსოვთ, უცხოელები რომ იხდიდნენ ჩვენი მოქალაქეების ფულს და ჩვენი სუვერენიტეტი რომ ფეხქვეშ გათელეს? მოუწოდებდნენ, რაც გინდათ გააკეთეთ ჩვენ ვიხდითო. ახლა ვითომ ამ შეფარული ფონდებიდან ხდება ეს ყველაფერი და ეს გამოსაძიებელია. რაღაც ეჭვი მეპარება, რომ მილიონობით ლარი მართლა ქუჩაში 10-10 ლარობით იყოს შეგროვებული. ალბათ, გამოძიება ამ ფონდების შევსების წყაროსაც დაადგენს“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება 17 მარტს გაავრცელა.