GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს
1736542149
პროცედურა, რომელიც შეეხება კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციით არის გაწერილი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შესაძლო შედეგებზე საუბრისას.
„ამას რა თქმა უნდა, გარკვეულ წრეებში რეაქციები მოჰყვეს, მაგრამ მინდა, დავაზუსტო, რომ ეს პროცედურა, რაც შეეხება კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას, ეს პროცედურა საქართველოს კონსტიტუციით არის გაწერილი. იქვეა აღწერილი, ვის და რა შემთხვევაში შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
ასე რომ, ამ ჩვენი სუვერენული უფლების განხორციელებაში, რომელიც კონსტიტუციით არის გამყარებული, ვერავითარი უცხო ძალა ვერ ჩაერევა. ისინი შეიძლებოდა, ჩარეულიყვნენ, თუ დაინახავდნენ, რომ კანონითა და კონსტიტუციით დაუდგენელი ნაბიჯების გადადგმას აპირებდა მმართველი პარტია. ეს არის კონსტიტუციით დადგენილი პროცედურები. ჩვენ ამ კონსტიტუციით დადგენილ პროცედურებს განვახორციელებთ და ვერავითარი უცხო ძალა ვერ ჩაერევა ამ საქმეში და საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას ამ მიმართულებით ვერ განახორციელებს.
რა შედეგი დადგება საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ ის, რომ ჩვენ ვინმემ თითი დაგვიქნიოს, რომ არ გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, თუ ამის შესაბამისი მასალა გვექნება და მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენი კონსტიტუციის მუხლების შეჩერებაში მათ წარმატება ვერ ექნებათ და ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.