თბილისში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
1701162730
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებამ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ პრობლემას, რომლის წინაშეც დგას არა მხოლოდ ამერიკა, არამედ ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა. ვენსმა პირდაპირ თქვა: თუ არასამთავრობო ორგანიზაცია უშუალოდ მონაწილეობს ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში, მისი დაფინანსება და საქმიანობა უნდა გახდეს გამოძიების საგანი, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საქართველოში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკურ პროცესებში უხილავად არის ჩართული და ისინი რადიკალიზმისკენ აქეზებენ ახალგაზრდებს, შესაბამისად, თუ ამერიკაში ხელისუფლება ამ პრობლემურ საკითხზე უკვე ღიად საუბრობს, იგივე საკითხი საქართველომაც უნდა დასვას, რადგან, ძალადობის ორგანიზება ან დაფინანსება ვერ ჩაითვლება სამოქალაქო აქტივიზმად.
"აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებამ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ პრობლემას, რომლის წინაშეც დგას არა მხოლოდ ამერიკა, არამედ ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა. ვენსმა პირდაპირ თქვა: თუ არასამთავრობო ორგანიზაცია უშუალოდ მონაწილეობს ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში, მისი დაფინანსება და საქმიანობა უნდა გახდეს გამოძიების საგანი. მისი თქმით, ტერორიზმი მხოლოდ ბომბით ან მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმა კი არაა, არამედ ისიც, როცა ამგვარი მოქმედება სხვების მიერ ფინანსდება და ორგანიზდება.ეს გზავნილი შეიძლება ბევრმა პოლიტიკურ პოპულიზმად ჩათვალოს, მაგრამ რეალურად იგი ძალიან პრაქტიკულ პრობლემას ეხება. საქართველოში ხშირად გვესმის, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არა სამოქალაქო განათლების, არამედ პოლიტიკურ პროცესებში უხილავი ჩარევის ფუნქციას ასრულებს. ისინი ქმნიან ნარატივებს, რომლებიც აგრესიულ პროტესტს ამართლებენ და ახალგაზრდებს კიდევ უფრო რადიკალური გზისკენ აქეზებენ. აქ ჩნდება მთავარი კითხვა: თუ ამერიკაში ხელისუფლება ამ საკითხზე როგორც პრობლემურზე უკვე ღიად საუბრობს, რატომ არ უნდა დასვას იგივე საკითხი საქართველომაც?სამართლებრივი ჩარჩო ცხადია - სიტყვის თავისუფლება დაცულია, მშვიდობიანი პროტესტი ლეგიტიმურია, მაგრამ ძალადობის ორგანიზება ან დაფინანსება ვერანაირად ვერ ჩაითვლება სამოქალაქო აქტივიზმად. როცა საქმე ეხება ქუჩაში დაპირისპირებას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზებას, მაშინ უკვე ვერც ერთი ორგანიზაცია „დემოკრატიის“ მანტიის ქვეშ ვერ დაიმალება. თუ ამერიკაში მზად არიან არასამთავრობო სექტორის საქმიანობა ფინანსური თვალსაზრისით გადამოწმდეს, საქართველოში ეს კიდევ უფრო აუცილებელია. გამოძიება უნდა შეეხოს არა მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებს, არამედ იმ მექანიზმებსაც, როგორ ხდება ახალგაზრდების რადიკალიზაცია, რა წყაროებიდან ფინანსდებიან ჯგუფები და ვინ იღებს სარგებელს იმ დაძაბულობიდან, რომელიც ქუჩაში ძალადობაში ვლინდება.ვერასდროს იქნება მიღებული პრინციპი, რომ ერთი და იგივე ქმედება ერთ შემთხვევაში დანაშაულია, ხოლო მეორეში — „სამოქალაქო აქტივობა“. თუ ძალადობას ებრძვი, ეს ბრძოლა თანაბრად უნდა გავრცელდეს ყველაზე, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებზეც, რომლებიც ძალადობის გამავრცელებლად და მისი დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად იქცნენ." - წერს თამთა მეგრელიშვილი.