მოძრაობა შეიზღუდება - გაფრთხილება მძღოლებს
1756395357
პოლიტიკური საქმიანობა ინდულგენცია არ არის, დანაშაული ამით არ მართლდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას გამოეხმაურა.
„ეს არის წმინდა წყლის სამართლებრივი პროცესი. დანაშაული იმით არ მართლდება, რომ მიზანი პოლიტიკური იყო. ასეთ შემთხვევაში, გამართლება ტერორიზმსაც ექნება. რომელიმე ტერორისტი ამბობს, რომ აქტი ჩაიდინა, რადგან ცუდ ხასიათზე იყო? – რა თქმა უნდა, ან რელიგიურ გრძნობებს უკავშირებს, ან პოლიტიკურს, რომ „დიადი“ მიზანი ჰქონდა. პოლიტიკური საქმიანობა ინდულგენცია არ არის, თუ სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიხარ. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. ხელს არ ახლებენ და არავითარი ბრალი არ ექნებათ წაყენებული იმ ადამიანებს, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია. ქართულ სახელმწიფოს გამოგონილი ბრალი არ სჭირდება და არც იქნება. ასეთი სახის გამოძიებები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დიდი დაკვირვების ქვეშაა. დიდი ალბათობაა იმისა, რომ სამართლებრივი პროცესი სტრასბურგამდეც მივიდეს. ამიტომ, გამოძიება ჩატარდება უმაღლეს დონეზე და მაღალი სტანდარტით. თუ გაასაჩივრებენ, ისევ ისე წააგებენ, როგორც სტრასბურგში წააგეს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.