ვინ არის 8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ იორკის მერმა ოცნება აუსრულა
1787643828
ოპოზიციაში არ არიან ის ადამიანები, რომლებიც რაღაც იდეისთვის და სამშობლოს ნათელი მომავლისთვის იბრძვიან, ასეთი არც არასდროს ყოფილან. მათი პირადი კეთილდღეობა საიდანაც მოდის, იქითკენ იხრებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციის კეთილდღეობა მოდის დასავლეთის წრეებიდან, ულტრარადიკალები-ლიბერალებისგან, რომელთაც მთელ მსოფლიოში საკმაოდ დიდი გავლენა და ფინანსური შესაძლებლობა აქვთ.
„ამ თანხის გაყოფაზე როცა მიდგება საქმე, ისინი ერთმანეთს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჭამენ. ადრე ფული შემოდიოდა და რაღაცნაირად იყოფდნენ, მაგრამ ახლა, როცა შეიზღუდა და მწირია, ვიდრე წინა წლებში იყო, უკვე ყოველი კაპიკისთვის იბრძვიან. პატრონებთან იბრძვიან, ვინ უნდა დააფინანსონ. რა გააკეთა ნიკა გვარამიამ? „რუსთავი 2“-ში მივიდა და გაძარცვა, რაზეც ბრალი წაუყენეს. იცოდა, ტელევიზია კანონიერ მეპატრონეს გადაეცემოდა და რისი მოსწრებაც შეიძლებოდა, იმის მოსწრება დაიწყო. შემდეგ იგივე გააკეთა მეორე ტელევიზიაში. ეს ადამიანი პროფესიონალი მიმტაცებელია, რაც პროკურატურას გამოძიებით აქვთ დამტკიცებული“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.