1790937032
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის ჩავარდნილ აქციაზე: ვიდრე ამ ილუზიებში იქნებიან, რომ ქართველი ხალხის სერიოზული ნაწილი უჭერს მხარს, მანამდე ექნებათ ის სამარცხვინო რეიტინგი, რომელიც IRI-ის გამოკითხვებით აქვთ
ერთხელ და სამუდამოდ გაახილონ თვალი და მიხვდნენ, რომ ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს მათი არანაირი შეკრება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის ჩავარდნილ აქციაზე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გამოვიდეს ილუზიებიდან და სიმართლეს შეხედოს თვალებში, რომ მისი რეიტინგი განულებულია.
„ვიდრე ამ ილუზიებში იქნებიან, რომ ქართველი ხალხის სერიოზული ნაწილი უჭერს მხარს, მანამდე ექნებათ ის სამარცხვინო რეიტინგი, რომელიც IRI-ის გამოკითხვებით აქვთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
სააკაშვილის მხარდასაჭერად ოპოზიციის აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა, „ქართული ოცნებისთვის“, ყველაზე კარგად აჩვენებს საზოგადოების მიერ რეალობის სწორად აღქმას. IRI-ის კვლევაში ასახული, ოპოზიციის რეიტინგი, ვიზუალურად დადასტურდა, რიყის პარკში, სადაც ამფითეატრი ვერ შეავსეს.










