მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი შეაფასა.
მისი თქმით, როგორც ჩანს საქართველოს წარმატების, ხოლო მოლდოვასა და უკრაინაში სავალალო მდგომარეობის იგნორირება ევროკომისიის მთავარი იარაღია.
„ამ თავებს, ამ ორი ქვეყნის მიმართ ვერ გამოაქვეყნებდნენ იმდენად სავალალო მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით. ამიტომ ამ თემას საერთოდ არ შეეხნენ იმიტომ, რომ ცუდის მეტს ვერაფერს იტყოდნენ. ამასვე აკეთებენ, როდესაც დადებითი ქვეყნდება საქართველოზე. იგივე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, იგივე სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის რეალობასთან გაქცევა. იქაც კი, სადაც საერთაშორისო კვლევებით წინ ვართ, ჩვენ თავებში, რომელიც საქართველოზე გამოქვეყნდა უარყოფითი შეფასებებია. იქ ორი თავი გამოტოვეს, თქვენ არ გიპასუხებენ. იგნორირება არის ასეთ შემთხვევაში მათი მთავარი იარაღი“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.
აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკამ“ კითხვით ევროკავშირის საელჩოს მიმართა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.