თენგიზ შარმანაშვილი ფასებზე: მთავარია, შემოღებული იყოს სამართლიანი თამაშის წესები, სადაც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ამავე დროს გათვალისწინებული იქნება ჩვენი საზოგადოების სოციალური ინტერესები

თენგიზ შარმანაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა პროდუქტების ფასების რეგულირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შემოღებული იყო სამართლიანი თამაშის წესები.

„ორივე კომისიის [სამთავრობო და საპარლამენტო] კომისიის მუშაობაში მთავარია, შემოღებული იყოს სამართლიანი თამაშის წესები, სადაც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ამავე დროს გათვალისწინებული იქნება ჩვენი საზოგადოების სოციალური ინტერესები“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შეხვდება. მანამდე კი კომისიამ ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან პროდუქტზე არსებული მაღალი ფასის დაწევის გზების ძიებაზე იმსჯელა.