რა ემართება თქვენს არტერიულ წნევას ყავის დალევის შემდეგ
1750681080
მას აქვს ჩალის ფასი ვინაიდან ის მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, პერსონალურ სანქციებზე, ახალ არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზეა საუბარი.
„როდესაც ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე და თან პირველად არა, რა თქმა უნდა მიდგომა იქნება ისეთივე როგორც წინა რეზოლუციებისადმი იყო. მას აქვს ჩალის ფასი ვინაიდან ის მტკიცებულებებით არ არის გამყარებული და ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაცვას“, - აცხადებს შარამანაშვილი.
რეზოლუციის პროექტს, რომელიც ოპოზიციის მონაწილეობით მომზადდა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. რეზოლუციაში საუბარია კონკრეტული პირების სანქცირებაზე, ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, ახალ არჩევნებსა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაზე.