1746007492
თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ყველანი დავრწმუნდით, რომ აქ ოპოზიციასთან, მისი კლასიკური გაგებით საქმე აქ გვაქვს. საქმე გვაქვს, ძალიან მიმძიმს ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით, აგენტურასთან. უკვე დაუფარავად მტრობენ საქართველოს

ჩვენ ყველანი დავრწმუნდით, რომ აქ ოპოზიციასთან, მისი კლასიკური გაგებით საქმე აქ გვაქვს. საქმე გვაქვს, ძალიან მიმძიმს ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით, აგენტურასთან, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თთავმჯდომარის პირველმა მოადგილე, უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ისინი „დიფ სთეითიდან“ მიწოდებულ ნარატივს ახმოვანებენ.
„მათ თავისი საკუთარი ნება არ გააჩნიათ და მერე თითქოს ამას წარმოაჩენენ, როგორც ქართველი ხალხის ნებას. აი, ეს სქემა აქვთ მათ დანერგილი და ამაში უზარმაზარი თანხები იხარჯება. ამ თანხების შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და კიდევ ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ როგორ ფინანსდებოდნენ ეს ჯგუფები, როგორ იქმნებოდა ეს ყალბი ნარატივები საქართველოს საწინააღმდეგოდ. ახლა როგორ იქცევიან? ჩავიდნენ და უკვე იმ დონეზე მიაღწია მათმა სითავხედემ, რომ სერიოზულად ესაუბრებიან ევრობიუროკრატებს და ევროპის პარლამენტის წევრებს ვიზალიბერალიზაციის და საქართველოსთვის საზიანო სხვა საკითხებზე. უკვე დაუფარავად მტრობენ საქართველოს. ასეთ შემთხვევაში ძალიან მიმძიმს და მიძნელდება ასეთ ადამიანებს ან ოპონენტები, ან ოპოზიცია ვუწოდო. ისინი არიან უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები საქართველოში. ამიტომ, მათ როგორც ოპოზიციას, სამწუხაროდ, ვერ აღვიქვამ. ეს არის, ძალიან გულდასაწყვეტი, მაგრამ ეს არის ფაქტი“, - აღნიშნა მან.
რეზოლუციის პროექტს, რომელიც ოპოზიციის მონაწილეობით მომზადდა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. რეზოლუციაში საუბარია კონკრეტული პირების სანქცირებაზე, ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, ახალ არჩევნებსა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაზე.