თემა, რომელიც ეხება მძიმე მდგომარეობას მნიშვნელოვანწილად არის შექმნილი იმ გარემოებებიდან, რომლებიც შექმნეს ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა - ვოლსკი

გია ვოლსკი

თემა, რომელიც ეხება მძიმე მდგომარეობას მნიშვნელოვანწილად არის შექმნილი იმ გარემოებებიდან, რომლებიც შექმნეს ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა, როდესაც მოავლინეს თავისი წარმომადგენლები საქართველოში და კატეგორიულად მოითხოვეს მომიტინგეებისაგან რადიკალურ ზომებზე გადასვლა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროპული საბჭოს ლიდერების სამიტის დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ევროკავშირის საბჭო იმეორებს თავის შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი“.

„თემა, რომელიც ეხება მძიმე მდგომარეობას, უფრო მეტად და მნიშვნელოვანწილად არის შექმნილი იმ გარემოებებიდან, რომლებიც შექმნეს ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები, თუ თავისი პარლამენტის წევრები მოავლინეს საქართველოში და კატეგორიულად მოითხოვეს მომიტინგეებისაგან რადიკალურ ზომებზე გადასვლა. ეს სცენარი დადგეს, განახორციელეს და დღეს აი ამ სცენარის პროცესის მიმდინარეობის გამო შენიშვნას, მათ შორის, ოფიციალურ დოკუმენტში იღებს საქართველო“, - განაცხადა ვოლსკიმ.