ძლიერი ლოცვები, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებში დაგეხმარებათ
1756102456
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა.
მამუკა ბურდიაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს.
ბურდიაშვილმა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და თანამდებობის დატოვების შესახებ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიმართა.
„მივიღე გადაწყვეტილება საკრებულოს წევრობის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტისა და შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ.
მადლობა მინდა გადავუხადო მმართველ გუნდს, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" გამოცხადებული ნდობისათვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ მემსახურა ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის"-განაცხადა ბურდიაშვილმა.
მამუკა ბურდიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს 2021 წლიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებდა.