ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
პირველი არხის ხალხისთვის დაბრუნება უნდა მოხდეს და არა ასე მისვლით და მერე უკან წამოსვლით, არამედ მისი აღებით, - წერს ოპოზიციონერი თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი არხთან დაკავშირებით.
„მე მგონია, რომ პირველი არხის ხალხისთვის დაბრუნება უნდა მოხდეს და არა ასე მისვლით და მერე უკან წამოსვლით, არამედ მისი აღებით. მაგ ხალხს შეუძლია დროებით მართოს ეგ ტელევიზია. სტრატეგიული შეცდომაა ამის არგაკეთება“, - წერს ფეისბუქზე ერთ-ერთი პოსტის კომენტარში თუთბერიძე.
პარლამენტის შენობასთან აქციის პარალელურად ბოლო დღეებში საქართველოს პირველი არხის შენობასთან საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გაიმართა. მათ 30 ნოემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირი ეთერი დაუთმო.