ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
საბურთალოს (ვეძისი, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი, გოთუა) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბექა მიქაუტაძემ "კურიერის" ეთერში მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.
მიქაუტაძის თქმით, არჩევანი მარტივი გასაკეთებელია, რადგან კახი კალაძეს და მის გუნდს დედაქალაქისთვის უამრავი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული.
"კახი კალაძეს ზურგს უმაგრებს თავისი გაკეთებული მაგარი საქმეები, კახი კალაძემ ისეთი პრობლემები გადაჭრა ამ ქალაქში, რომელიც ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოიფიქრა. ეს იქნება დაზარალებული ადამიანების დახმარება, დაუსრულებელი მშენებლობები, სატრანსპორტო პოლიტიკა, ასევე ბევრი ისეთი საკითხი, რომელზეც ფიქრსაც ვერ ბედავდა ვერავინ. კახი კალაძემ კი არ იფიქრა, თქვა დაგეგმა და განახორციელა.
მე ბედნიერი ვარ, რომ კახი კალაძის გუნდის წევრი ვარ და ამდენი ხანი ვემსახურები ჩემს ქალაქს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია.
თბილისში იმდენი ხე-ნარგავები განთავსდა რომ მიკრო კლიმატიც კი შეიცვალა, ამას ჩვენი ოპონენტებიც კი ხედავენ, ისეთი პროექტები მიმდინარეობს არ არსებობს ქუჩა და უბანი, სადაც გამწვანებული სკვერები არ გაკეთდა.
მე ვთვლი, რომ არჩევანი ძალიან მარტივი და ნათელია ამ მარტივ არჩევანს თბილისელები 4 ოქტომბერს გააკეთებენ, მხარს დაუჭერენ "ქართულ ოცნებას" და კახი კალაძეს,"- აცხადებს ბექა მიქუტაძე.