დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას
1765391971
თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. მოქალაქეები 26 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ.
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ მეტროსადგურ „უნივერსიტეტიდან“ და მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“. მათი მოთხოვნაა, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით მივიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, შემდეგ კი მსვლელობა ფილარმონიისკენ განაგრძეს.
მსვლელობის მონაწილეების თქმით, მოქალაქეებმა უნდა გაიღვიძონ და აქციებს შეუერთდენენ. ასევე, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავარი პროტესტი უნდა იყო იმ დღეს, როცა ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს და პარლამენტის პირველი სესია შეიკრიბება.
მსვლელობა გმირთა მოედანზე დასრულდება.