ჯინ სილვა: „არ მრცხვენია იმის თქმა, რომ თოფურიას გზას მივყვები“

თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯინ სილვამ Marca-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ილია თოფურიაზეც ილაპარაკა.

28 წლის ბრაზილიელმა თქვა, რომ „ელ მატადორი“ ძალიან მოსწონს და არ რცხვენია იმის თქმა, რომ მის გზას მიჰყვება.

რა თქვა სილვამ:

„დიახ, მე ილია ძალიან მომწონს. ამას მოდელირება ჰქვია: აიღო ვიღაც, ვინც რაღაცას კარგად აკეთებს და მას მიბაძო. თოფურიას იმიტირება კარგად შემიძლია. ვიცი ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, რადგან ის ჩემს წონით კატეგორიაში უკვე იყო ჩემპიონი, რასაც მე ვაპირებ...“

განაგრძე კითხვა