ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
იქნება ქუჩაში წვიმა, თოვლი თუ ქარი, ჩვენ ვართ ქუჩაში და ვიქნებით მიზნის მიღწევამდე. მიზანი იქნება მიღწეული ყოველდღიური მართალი და ღირსებით სავსე ბრძოლით თბილისის ქუჩებში, და არამხოლოდ თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, თბილისი ვეღარ განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას.
„ბუნებრივია, თბილისი ჩვეულებისამებრ ვერ განაგრძობს ცხოვრებას ავტოკრატი ოლიგარქის პირობებში, რომელმაც მოიპარა ევროპული და ეროვნული მომავალი. ჩვენ ამ გამარჯვებას უკან დავიბრუნებთ ყოველდღიური ბრძოლით. მოვა ის დღე და ის დღეები, როცა მთელი თბილისი და მთელი საქართველო თბილისის ყველა წამყვან მოედანზე და ჩიხში დავდგებით, რომ არა მარტო სიმართლით და ღირსებით, არამედ ჩვენი სიმრავლით დავამარცხოთ ივანიშვილი“, – განაცხადა მელიამ.