პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1757430987
ხელისუფლება, რომელიც რუსულ-მონღოლური მოდელით აპირებს ქვეყნის მართვას, იძულებული ხდება, მართვის პირველყოფილი მეთოდები გამოიყენოს. პირველყოფილ მეთოდებში ნაგულისხმებია უბრალოდ ტლუ, შიშველი ფიზიკური ძალა, რომელსაც ის იყენებს, რათა თავი დაიძვრინოს დისკრედიტაციისგან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
დათუნაშვილის თქმით, მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის ოფისთან „ყოველდღიური, პერმანენტული აქციები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს საქართველოში ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკოსის საარჩევნო კამპანიას“.
„როგორც ყველა მისი ინტელექტის შპანა, ყველა ადამიანი, რომელსაც აზროვნების უნარი არ აქვს, გადადის პირდაპირ ფიზიკურ ძალაზე. მან გამოიყენა ამ საზოგადოების ნალექი, ამ საზოგადოების მართლა ჩვეულებრივი ანტისანიტარიული ნაწილი, რათა გამოყაროს ქალაქის ცენტრში და მშვიდობიან მომიტინგეებზე დაგეშოს. ამით შექმნას იმიტაცია, რომ რაიმე სამოქალაქო დაპირისპირებაა. სინამდვილეში, არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ არის. რამდენიმე ტვინგაყინული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ძალიან მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ უთხრეს „ფას“, როგორც ჩვეულებრივ ქუჩის ძაღლებს და მიუქსიეს მომიტინგეებს. ამას ვადევნებთ თვალყურს. ნებისმიერი ძალადობა, რომელსაც შობს ხელისუფლება და მით უმეტეს, როდესაც ეს ძალადობა სცდება ე.წ. ლეგიტიმური ძალადობის ფარგლებს, ანუ, ძალოვანი სტრუქტურების მიერაც კი არ არის პრევენცირებული, არის ძალიან საშიში სამოქალაქო მშვიდობისთვის ამ ქვეყანაში. და როგორც ყველაფერს, ქართულ ინტერესში დღეს საფრთხეს უქმნის „ქართული ოცნება“, ამ საზოგადოებაში და ამ ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდესაც ხელს უშლის „ქართული ოცნება“. ეს არის გზა, რომელზეც საქართველოს, სამწუხაროდ, უვლია თავისი ისტორიის უკანასკნელი წლების მანძილზე. ამ გზამ ეს ქვეყანა სწორ წერტილში არასდროს არ მიიყვანა. ეს სახიფათო, სამარცხვინო და უბრალოდ არაკაცობაა“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.