სპეცრაზმი რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა

აქცია

თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ სპეცრაზმი დაიძრა.

სპეციალური დანიშნულების რაზმის უკან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანა.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებს, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს ჭიჭინაძისა და ჭიტაძის ქუჩებზეც.

თავის მხრივ, მოქალაქეებმა დატეხეს ქვის ფილები, რომელსაც სპეცრაზმის მიმართულებით ისვრიან. ასევე ისვრიან პიროტექნიკასა და ბოთლებს.