რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს
1775247355
თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები აჟღერდა.
მანამდე, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მიმართეს.
მათ მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება მიულოცეს.
სახალხო ზეიმი ამ დროისთვის მუსიკალური პროგრამით გრძელდება.
ღონისძიებაზე იმყოფება ასევე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თუმცა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.
სახალხო ზეიმზე იმყოფებიან ასევე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გუშინ, 14 დეკემბერს მიანიჭა.
რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს
1775247355
ლუკა კურტანიძე მიმართვას ავრცელებს
1775246914
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778