წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, კომიტეტის დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთის პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სულეიმან სოილუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება. ამ კუთხით ხაზი გაესვა საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებთან გასამკლავებლად უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ხაზი გაუსვეს თურქეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას.
შეხვედრისას ალექსანდრე ტაბატაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს თურქეთის ხელისუფლების მტკიცე პოზიციასა და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.