„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
შალვა პაპუაშვილი ეთანხმება „ხალხის ძალის“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ქადაგიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ძლიერ საქართველოს“ და „გახარიას საქართველოსთვის“ საარჩევნო ბარიერი გადაალახინა. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ორი ფაქტია, რაზეც უნდა ვიმსჯელოთ. ერთია, რომ თავად თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი ორ ძალას შორის - „ქართულ ოცნებასა“ და მის მოპირისპირედ მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ამიტომ, ამ არჩევნებზე ყველა ეს ძალა საბოლოოდ, ოფიციალურად გაფორმდა როგორც „ნაცმოძრაობა“. ასე რომ ამას ვეღარ გაექცევიან, მათ შორის ბარიერგადალახული 4 პარტია. ამ არჩევნების შემდგომ თავად გაიფორმეს თავი, როგორც „ნაცმოძრაობამ“.
ეს ერთი. და მეორე - ჩვენც ვაკვირდებოდით და არა მხოლოდ ვაკვირდებოდით, საჯაროდაც ითქვა რამდენიმე აქტივისტის მხრიდან, რომ იყო კოორდინირებული ხმის მიცემა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ოჯახში ანაწილებდა ხმას სხვადასხვა პარტიაზე და ეს იყო კოორდინირებული ქცევა, იმისთვის რომ სხვადასხვა პარტიაზე გადაენაწილებინათ ხმები და ასე გადაელახა რამდენიმე პარტიას ბარიერი. მათი ამოცანა იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეღო საპარლამენტო უმრავლესობა. მაგრამ ვნახეთ, რომ ამის საპირისპიროდ დადგა ქუდზე კაცი. ის რიგები და საცობები, თვითონ რომ უხაროდათ, აღმოჩნდა, რომ მათ საწინააღმდეგოდ ხმის მისაცემად მიდიოდნენ თავიანთ საარჩევნო უბნებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.