„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, თითქოს „ევროპაში საქართველო დავკარგეთ“, არის არა მხოლოდ ფაქტების გაყალბება, არამედ შეგნებული დეზინფორმაცია, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ზელენსკის განცხადება მიზნად ისახავს საქართველოში პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაციას, მაშინ, როცა რეალობა სრულიად საპირისპიროა და საერთაშორისო ანგარიშები და ინდექსები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონის ლიდერია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ევროპული ინსტიტუტების განვითარების კუთხით.
მეგრელიშვილი ზელენსკის სიტყვებს ფარისევლობის უმაღლეს დონედ აფასებს და აღნიშნავს, რომ სინამდვილეში, სწორედ უკრაინამ დაკარგა ევროპული სახე
"ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, თითქოს „ევროპაში საქართველო დავკარგეთ“, არის არა მხოლოდ ფაქტების გაყალბება, არამედ შეგნებული დეზინფორმაცია. ეს სიტყვები მიზნად ისახავს საქართველოში პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაციას, მაშინ როცა რეალობა სრულიად საპირისპიროა: საერთაშორისო ანგარიშები და ინდექსები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონის ლიდერია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ევროპული ინსტიტუტების განვითარებაში. Freedom House, Transparency International, World Justice Project და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები ყოველწლიურად მიუთითებენ, რომ საქართველოს დემოკრატიული სტანდარტები ბევრად მაღლა დგას, ვიდრე მეზობელი ქვეყნების უმეტესობის, საქართველოს ხელისუფლება ინარჩუნებს არჩევნების ჩატარების, სასამართლოს გამჭვირვალობისა და მედიის მრავალფეროვნების შესაძლებლობებს. ეს ყველაფერი მაშინ, როცა თავად ზელენსკის რეჟიმმა უკვე დაკარგა დემოკრატიული ლეგიტიმაციის მინიმალური ნიშან-თვისებებიც კი. უკრაინაში არჩევნები აღარ ტარდება, ოპოზიციური პარტიები იდევნება და პრაქტიკულად აკრძალულია, კრიტიკული მედიასაშუალებები დახურულია ან მძიმე ცენზურის ქვეშ მუშაობს, ხოლო კორუფცია სახელმწიფო აპარატის განუყოფელ ნაწილად იქცა. საერთაშორისო ინდექსებით, უკრაინა დღეს დემოკრატიის თვალსაზრისით უახლოვდება არა ევროპულ ქვეყნებს, არამედ სწორედ იმ ავტორიტარულ რეჟიმებს, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას თავად აცხადებს. ამ ვითარებაში ზელენსკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიის კრიტიკა არის ფარისევლობა უმაღლეს დონე, ის, ვინც საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიას ანადგურებს და საკუთარ ხალხს ელემენტარული არჩევანის თავისუფლებასაც კი ართმევს, ვერ იქცევა მორალის „მასწავლებლად“ ევროპაში. უფრო მეტიც, როცა ზელენსკი საუბრობს „საქართველოს დაკარგვაზე“, რეალურად საკუთარ პრობლემებს და მარცხს ამოფარებული ცდილობს უცხო ქვეყნების დისკრედიტაციას. სინამდვილეში, სწორედ უკრაინამ დაკარგა ის ევროპული სახე, რომელზეც ასე ხმამაღლა საუბრობს მისი ლიდერი: დემოკრატიული სტრუქტურები იქ უკვე ჩამოშლილია, ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამ ფონზე ზელენსკის ბრალდებები საქართველოს მიმართ უკვე არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ ღიად ცინიკური. თუ ვინმეა „დაკარგული“ ევროპაში, სწორედ ზელენსკის რეჟიმია — ქვეყანა, რომელიც ყოველდღიურად იძირება ქაოსსა და კორუფციის ჭაობში, მაშინ როცა საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ აგრძელებს ევროპული სტანდარტების გამყარებას." - წერს მეგრელიშვილი.