თამთა მეგრელიშვილი: ევროკომისიის პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა, რაც „ქართული ოცნების“ გუნდის პრაგმატული მმართველობითი მოდელის ეფექტურობის დადასტურებაა

თამთა მეგრელიშვილი

ევროკომისიის პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს და კარგად ფუნქციონირებად მთავრობებს აფასებს.

ამ ანგარიშით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა და 38-ე ადგილზე გავიდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მეგრელიშვილის განცხადებით, აღნიშნული შედეგი „ქართული ოცნების“ „პრაგმატული და მოქალაქის ინტერესებზე მორგებული მმართველობითი მოდელის ეფექტურობის დადასტურებაა“.

„ევროკომისიის პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს და კარგად ფუნქციონირებად მთავრობებს აფასებს.

ამ ანგარიშით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა და 38-ე ადგილზე გავიდა.

მიღებული შეფასებით საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს: იტალიას, რუმინეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროს და თურქეთს უსწრებს.

კარგად ფუნქციონირებად მთავრობებს შორის საქართველოს მთავრობის ასეთი შეფასება არის ხაზგასმა იმაზე, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების პარალელურად პროცესები დინამიურად ვითარდება და პოლიტიკური გუნდი ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული.

არსებობს უამრავი ქმედითი პროგრამა რომელიც მიმართულია მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების დასაცავად.

იგეგმება კიდევ არაერთი რეფორმა კარგი მმართველობის უზრუნველსაყოფად.

„ქართული ოცნების“ გუნდის, მთავრობის, პრაგმატული და მოქალაქის ინტერესებზე მორგებული მმართველობითი მოდელის ეფექტურობის დადასტურებაა ეს და ყველა სხვა აქამდე გაკეთებული კვლევის ანგარიში რომელიც ობიექტური შეფასების შედეგად ასეთ მონაცემებში აისახება და ამგვარ ხელშესახებ პროგრესში გამოიხატება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.