თამთა მეგრელიშვილი: ევროკავშირის „მანკიერი პრაქტიკა“ მხოლოდ საქართველოსთვის ან მსგავსი პარტნიორი ქვეყნებისათვის არ არის გამოწვევა. ის სისტემური პრობლემაა, რომელიც ერთნაირად აზიანებს როგორც ბრიუსელის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებს, ისე თავად ევროკავშირის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ბალანსს

თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროკავშირის მიერ სუვერენულ სახელმწიფოებში ჩარევის ტენდენციას აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს პრაქტიკა პრობლემად იქცა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროკავშირის შიგნითაც.

მისივე თქმით, ერთი მხარეა ოფიციალური ბერლინი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკას ემთხვევა და ხშირ შემთხვევაში საკუთარი ელჩის ხელითაც ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ხოლო მეორე მხარეს გერმანიის უმსხვილესი ოპოზიციური ძალაა, რომელიც ამას ეროვნულ სუვერენიტეტზე პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს.„ ევროკავშირის მიერ  სუვერენული ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევის ტენდენცია სულ უფრო მწვავე განხილვის საგანი ხდება როგორც საქართველოში, ისე თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებში. ბრიუსელის მიდგომა, რომელიც ხშირად პარტნიორ ქვეყნებში პოლიტიკური პროცესების მართვის სურვილს აჩენს, რეალურად აყენებს შეკითხვას ევროკავშირის ინსტიტუტების ლეგიტიმურობისა და ეფექტიანობის შესახებ.გერმანიის მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა. ოფიციალური ბერლინი ტრადიციულად უჭერს მხარს ევროკავშირის მიერ გამკაცრებულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მოიცავს პარტნიორი ქვეყნების შიდა საქმეებში აქტიურ ჩარევას. გერმანიის ხელისუფლება ევროკავშირს განიხილავს როგორც ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საერთო ევროპული ღირებულებების გავრცელება და პოლიტიკური გავლენის შენარჩუნება აღმოსავლეთ ევროპასა და მის მიღმა. თუმცა, სწორედ ეს მიდგომა იწვევს უკმაყოფილებას როგორც პარტნიორ ქვეყნებში, ისე თავად გერმანიაშიც, სადაც სულ უფრო ხშირად ისმის კრიტიკა, რომ ევროკავშირი სუვერენიტეტს ზღუდავს და ადგილობრივ რეალობას უგულებელყოფს.ამ კონტექსტში გამოკვეთილად ჩანს ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) პარტიის პოზიცია, რომელიც მწვავედ არ ეთანხმება ოფიციალური ბერლინის ხაზს. AfD-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მარტინ ვინცენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიუღებელია ევროკავშირის ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. მისი თქმით, ქართული პოლიტიკა უნდა განისაზღვროს ქართველ პოლიტიკოსთა მიერ და არა ბრიუსელში მყოფი ბიუროკრატების მიერ, რომლებიც მსგავსად ერევიან სხვა ქვეყნების შინაგან საქმეებშიც.ეს განსხვავება აშკარად აჩვენებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა არ არის ერთიანი და შეუქცევადი პროცესის სიმბოლო. პირიქით, მისი მიმართ კრიტიკა იზრდება არა მხოლოდ ასოცირებული პარტნიორებისგან, არამედ თავად ყველაზე გავლენიანი წევრი ქვეყნის – გერმანიის – შიგნითაც. მოცემულობა ასეთია - ერთი მხარეა ოფიციალური ბერლინი, რომლის მიერ საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია და ხშირ შემთხვევაში საკუთარი ელჩის ხელით, დიდი დოზით ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რომელსაც გერმანიის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია გმობს და ეწინააღმდეგება ბერლინის ხელისუფლება და AfD და მისი ამომრჩევლები – საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას  აღიქვამს როგორც პირდაპირ საფრთხეს ეროვნული სუვერენიტეტისა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის. ევროკავშირის „მანკიერი პრაქტიკა“ მხოლოდ საქართველოსთვის ან მსგავსი პარტნიორი ქვეყნებისათვის არ არის გამოწვევა. ის სისტემური პრობლემაა, რომელიც ერთნაირად აზიანებს როგორც ბრიუსელის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებს, ისე თავად ევროკავშირის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ბალანსს.“ - წერს მეგრელიშვილი.