პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1758821510
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ რადიო გადაცემაში „ეკონომიქსი“ ინსტიტუციური განვითარების გრანტის საჯარო კონკურსთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, კონკურსი ხვალ გამოცხადდება და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას.
„საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება გულისხმობს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, ანუ ორგანიზაციას რომ ჰყავდეს მუდმივი ვთქვათ გუნდი, რომელიც შეძლებს ასეთი საპროექტო წინადადებების სამომავლოდაც განხორციელებას. ეს არის ძირითადი პროცესები, მაგალითად: ადამიანური რესურსები, პროცესები იყოს გამართული, როგორიც არის ფინანსური ანგარიშსწორება, ვთქვათ პიარის მიმართულებით, ანუ საზოგადოებასთან როგორ უნდა იურთიერთოს ამ ორგანიზაციამ და ბევრი სხვა, რაც მნიშვნელოვანია, რომ ერთგვარად ეს ორგანიზაცია იყოს ქმედითი. სწორედ ამ შესაძლებლობას გულისხმობს ეს საჯარო კონკურსი, რომელიც ხვალ გამოცხადდება. მისი საბიუჯეტო ზღვარი არის 700 ათასი ლარი, ანუ განმცხადებელს, რომელსაც ინტერესი აქვს, რომ მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება სახელმწიფო გრანტის სახით, მას შეუძლია, რომ თავისი განაცხადი წარმოადგინოს 700 ათასი ლარის ბიუჯეტის ფარგლებში. ჩვენ ამ ეტაპზე ორგანიზაციებს ვთავაზობთ თანაბარ შესაძლებლობებს. ეს გულისხმობს იმას, რომ როგორც არსებულ ორგანიზაციებს ვთავაზობთ ამ კონკურსს, ასევე ახლად დაფუძნებულს, იმიტომ, რომ თუ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ განვავითაროთ, შესაბამისად განვითარება გულისხმობს, რომ ახალი დაფუძნდეს და მივცეთ მას შესაძლებლობა რომ განვითარდეს. შესაბამისად, ჩვენ ორივე კატეგორიის ორგანიზაციებს თანაბარ შესაძლებლობებს მივცემთ იმისათვის, რომ მოიპოვონ ეს დაფინანსება “, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.
მისივე თქმით, ინსტიტუციური განვითარების გრანტი არის ორკომპონენტიანი და უნდა მოიცავდეს როგორც ორგანიზაციული განვითარების ხედვას, ასევე სამოქალაქო ინიციატივას. მანვე აღნიშნა, რომ პრიორიტეტები არის იდენტური, როგორც იყო მცირე გრანტთან დაკავშირებით და რომელიც დამტკიცებულია მთავრობის განკარგულებით.
„ორკომპონენტიანი არის ეს გრანტი. პირველი არის მთავარი მიზანი, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია გავაძლიეროთ, მაგრამ ცხადია გაძლიერება არის ერთი მიზანი, მაგრამ მეორე მიზანი ეს არის სამოქალაქო ინიციატივის პროექტის იდეის განხორციელება. შესაბამისად, განაცხადი უნდა მოიცავდეს სწორედ ამ ორ მიმართულებას, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის ორგანიზაციული განვითარების ხედვას, ასევე სამოქალაქო ინიციატივას, იდეას, რომელიც არის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სიკეთე“, - აღნიშნა თამარ ზოდელავამ.