დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
მე მაქვს ქართველი ხალხისა და გამარჯვების იმედი. ხალხო, ახლა ჩვენ წინაშე ერთადერთი ინტერესია - საქართველოს მივცეთ ხმა, - განაცხადა ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
„მივმართავ ახალგაზრდებს - ახლა თქვენი ჯერია, ახლა თქვენ უნდა მისცეთ ხმა თქვენს სამშობლოს, გამარჯვებასა და გადარჩენას. მეტი მოისმინეთ ვიდრე არჩევანს გააკეთებთ. გაათენეთ ეს ღამე, მეტ საინტერესო ადამიანს მოუსმინეთ, რომელიც მხოლოდ საქართველოს მშვიდობიანი ეტაპის გადალახვისკენ მოგიწოდებთ. საქართველოს ისტორიაში, ყველაზე რთულ პერიოდში იღვიძებდა ის რაღაც, რაზეც დგას ჩვენი თავმოყვარეობა, ჩვენი ღირსება, იდენტობა, ფასეულობები“, - აღნიშნა თამარ ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს შემდეგი გაჩერება უნდა იყოს იმ დასავლურ სივრცეში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფოდით.
„ვგულისხმობ ევროპულ სივრცეს. გარკვევით ვამბობ - ევროპისკენ ღირსებით და მშვიდობით! მე მივყვები ამ კურსს და ვაძლევ ხმას „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.