Spotify-ზე უკვე უფასოდ შეძლებთ ნებისმიერი მუსიკის მოსმენას
1758447907
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ დონალდ ტრამპის მიწვევითა და მასპინძლობით ოფიციალურ ვახშამს დაესწრება, - განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გაეროში ვიზიტზე საუბრისას.
„ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის დატვირთულია ძალიან მაღალი რანგის შეხვედრებით და ასვე, პანელური დისკუსიებით. ტრიბუნას რამდენიმე დღეში დაიკავებს საქართველოს პრეზიდენტი და მიმართავს ფართო საზოგადოებას.
აქვე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ხვალ, საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიწვევითა და მასპინძლობით დაესწრება ოფიციალურ ვახშამს, მიღებას და მთლიანობაში ეს კვირა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მთავარი სიტყვები ამ კვირის განმავლობაში იქნება „მშვიდობა, წესრიგი და სტაბილურობა“, - განაცხადა ტალიაშვილმა.