თამარ იოსელიანი: მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია easyJet-ის ახალ სტრატეგიულ მიმართულებად დასახელება ნიშნავს - საქართველოს პოზიციონირებას, როგორც რეგიონის წამყვან ტურისტულ და ბიზნეს მიმართულებად

თამარ იოსელიანი

თბილისი Routes Awards 2025 ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატებისთვის, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.

Routes Award-ის ჟიურიმ, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი აეროპორტებისა და საავიაციო ინდუსტრიის გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ბრიტანული ავიაკომპანიის ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე გააკეთეს, რომელთა შორისაა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოსთვის easyJet-ის ქსელში ჩართვა ნიშნავს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც რეგიონის წამყვან ტურისტულ და ბიზნეს მიმართულებად.

,,საქართველოსთვის easyJet-ის ქსელში ჩართვა განსაკუთრებული შესაძლებლობაა, ხოლო თბილისის, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია easyJet-ის ახალ სტრატეგიული მიმართულებად დასახელება პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების ზრდას ჩვენს ქვეყანაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საქართველოს პოზიციონირებას, როგორც რეგიონში წამყვან მიმართულებად, როგორც ტურისტული ისე ბიზნეს საქმიანობისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ easyJet-ის საშუალებით, ამ ეტაპზე, ერთადერთი პირდაპირი ავიამიმოსვლა გვაქვს ჩვენს ქვეყანასა და შვეიცარიის კონფედერაციასთან, ასევე, გვაქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა ბრიტანეთსა და იტალიასთან,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. easyJet-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას წინ ხანგრძლივი, ინტენსიური მოლაპარაკებები უძღოდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით.

ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ჯამურად 6 სიხშირით ასრულებს.