გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროსაბჭოს მიერ 2026-30 წლების სამოქმედო გეგმასა და მსოფლიოში მიმდინარე იდეოლოგიათა ჭიდილს მედიასთან ეხმიანება.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროპის მიერ დადგენილ სამოქმედო გეგმაში LGBTQ+ თემს აქვს უპირატესობა და მათი უფლებები იმდენად გაზრდილია, რომ ეს საკითხი ერთგვარი ღია დაპირისპირებაა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან. მისი თქმით, მსოფლიოში იდეოლოგიათა დაპირისპირება ახალ საფეხურზე გადადის და ამან შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომზე მძიმე შედეგები მოიტანოს.
თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, საქართველოც დგას ამ საშიშროების წინაშე, თუმცა საზოგადოებამ დეზინფორმაციის ამოცნობა ისწავლა და აღარ მოტყუვდება.
„რაც შეეხება ევროპას, რომელმაც დღეს დაამტკიცა 2026-30 წლების სამოქმედო გეგმა LGBTQ+ თემთან დაკავშირებით. თუ წავიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ სრული უპირატესობა ენიჭება LGBT თემის წარმომადგენლებს. მაგალითად, სამსახურში მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ მათ. გაუზარდეს ამ თემს უფლებები და ეს არის დაპირისპირება ტრამპის პოლიტიკასთან, კონსერვატორებთან. ვინ არიან ამ თემის წარმომადგენლები - LGBT თემი ეს არის ცხოვრების სტილი. ბევრია ამ თემის წარმომადგენელი და დასაბამიდან მოდიან, თუმცა ამის აფიშირება და პოლიტიკური ნიშნით გამოყენება არ ხდებოდა. LGBT თემა არის იარაღი. ეს ხალხი არიან ამ იდეოლოგიის, გლობალისტებისა და ლიბერალიზმის იარაღი.
LGBT თემი სპეციალურად არის ჩამოყალიბებული, შექმნეს კონკრეტული მიზნებისთვის, როგორც იეღოველების სექტა, რომელსაც საუკეთესოდ იყენებენ ამ საზოგადოების და მათი უფლებადამცველების სამართავად. აქედან გამომდინარე, ეს იდეოლოგიების ჯახი მსოფლიოში ახალ ეტაპზე გადადის, უფრო კრიტიკულ საფეხურზე ადის და უფრო მკვეთრი დაპირისპირება იქნება. მონაგონი არ გახდეს რუსეთ-უკრაინის ომი, რადგან იდეოლოგიურმა ჯახმა შეიძლება უარესი შედეგი მისცეს მსოფლიოს, ვიდრე იარაღით ბრძოლამ. თუმცა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, Antifa შეიარაღებულია და ისინი უკვე იარაღსაც იყენებენ.
ასევე ხელისუფლებები, რომელიც ევროპაშია, ანუ ლიბერალური ფაშიზმის მხარდამჭერები. კონსერვატორებსა და მათ შორის დაპირისპირება აუცილებლად იქნება უკვე სხვა დონეზე. ანუ იდეოლოგიათა ჯახი მსოფლიოში, ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის გადადის სხვა საფეხურზე, გრძელდება და ძლიერდება. იგივე მოხდება საქართველოშიც, აქედან გამომდინარე, საზოგადოების ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. იმ საზოგადოების, რომელიც დგას ფასეულობებსა და ღირებულებებზე და რომლისთვისაც უპირატესია რელიგია, რწმენა, კულტურა და ეროვნული იდენტობა. ოპოზიციის მარცხი სახეზეა, ველოდებით ნაცების სრულ განადგურებას, მაგრამ ეს Antifa, რომლის ანასხლეტებიც გვყავს საქართველოში და ის ლიბერალური ფაშისტები, რომლებიც მოქმედებენ აქ, არ გაჩერდებიან და გამოგვიცხობენ ახალ პარტიებს. თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, ხალხი ასე მარტივად აღარ ტყუვდება. იყო დრო, როდესაც დეზინფორმაციით შესაძლებელი იყო საზოგადოებრივი აზრის შექმნა, მაგრამ დღეს უკვე ხალხი ფხიზლად არის, დეზინფორმაცია გაიშიფრა, საზოგადოებამ ისწავლა ჰიბრიდული ომის მეთოდები და აღარ ტყუვდებიან, ამის იმედი გვაქვს ჩვენ,“- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.