გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
მინის ქილებში მოთავსებული სოკო, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საკვებია. თუმცა, ის რაც კადრებში ჩანს ფსილოციბინის შემცველი სოკოა. ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც სპეციალურად ამზადებენ და სიცოცხლისთვის მცირე დოზაც კი საშიშია.
ადგილი, სადაც საშიში ნარკოტიკული საშუალება მზადდებოდა, სამართალდამცველებმა იპოვეს და 35 წლის მამაკაცი დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, მას ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. ახლა გამოძიება არკვევს, თუ როგორ მოიპოვა ფსილოციბინის შემცველი სოკო ახალგაზრდა მამაკაცმა.
პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში 30 ქილაში გადანაწილებული ფსილოციბინის შემცველი სოკო, კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ჩანს. ვიდეო მასალით ირკვევა, რომ დანაშაულის ადგილას კულტივირებისთვის სათბურიც იყო მოწყობილი.
ნარკოდანაშაულის ადგილი პეტრიწის ქუჩაა. 35 წლის მამაკაცის მეზობლები "კურიერთან" ჰყვებიან, რომ ოჯახი თითქმის არავისთან კონტაქტობდა, დანაშაულის შესახებ კი მაშინ შეიტყვეს, როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.
35 წლის მამაკაცს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვას, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებას, კანაფისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. არ არის გამორიცხული, ბრალი დამძიმდეს და რეალიზაციის ფაქტი დადასტურდეს. ამ ვერსიას ჩხრეკის შედეგად ამოღებული კონკრეტული ნივთმტკიცებები ამყარებს. მათ შორისაა ელექტრო სასწორი და დაფასოებისთვის საჭირო სხვა მასალები.
35 წლის მამაკაცის ფსიქიკურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი.
"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველები ნარკოდანაშაულის ფაქტზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ. საპოლიციო ღონისძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.