თამარ ჩიბურდანიძე დასავლელ პარტნიორებზე: ისინი წერენ სცენარს, ისინი გეგმავენ ყველაფერს და წინასწარ აგუებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არჩევნები იქნება გაყალბებული

თამარ ჩიბურდანიძე

ვფიქრობ, დასავლეთიდან რადიკალურ ოპოზიციას უკან დასახევ გზას მოუჭრიან, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ. მისივე თქმით, დასავლეთი კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში ერთპიროვნული ე.წ. პარტნიორობისთვის იბრძვის.

„რადიკალური ოპოზიცია თავად არ წყვეტს რა უნდა გააკეთოს არჩევნებამდე ან მის შემდეგ. მათ ბედს განაგებს უცხოეთში არსებული გარკვეული პოლიტიკოსების წრე. ვფიქრობ, დასავლეთიდან რადიკალურ ოპოზიციას უკან დასახევ გზას მოუჭრიან. წარმომიდგენია, როგორ აქვთ იარაღი შუბლზე მიდებული, რომ არ გაბედონ პარლამენტში შესვლა ან ბოიკოტზე უარის თქმა.

ეს არჩევნები ისტორიულია. 26 ოქტომბრის არჩევნები მარტო საქართველოს ბედს არ წყვეტს, ამ დღეს გადაწყდება დასავლეთის ბედი, ანუ დასავლეთის პოლიტიკური მომავალი საქართველოში. უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელით მათ კავკასიაში - იქნებიან დომინანტები, ერთპიროვნული მმართველები თუ პარტნიორები. დასავლეთი იბრძვის იმისთვის, რომ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში იყვნენ ერთპიროვნული ე.წ. პარტნიორები. ჩვენ თანაბარი პარტნიორობა გვსურს სხვა ქვეყნებთანაც, დასავლეთი კი საქართველოს ბოლომდე დამორჩილებისთვის იბრძვის. ეს არჩევნები იქნება ბოლო წერტილი - ან წააგებენ და დარჩებიან პარტნიორებად და არა მბრძანებლებად, ან დაკარგავენ საქართველოს.

იქიდან გამომდინარე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები დასავლეთის ბოლო შანსია ბუნებრივია, შეცდებიან, რადიკალური ოპოზიცია ბოლომდე მართონ. თუმცა, მსურს აღვნიშნო, რომ ძალიან მეეჭვება ამ ოპოზიციის დასავლეთისადმი სრული ერთგულების. ზოგადად მონამ ერთგულება არ იცის. ერთგულება იცის, მხოლოდ მოაზროვნე და ღირსეულმა ადამიანმა,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.