თამარ ჩერგოლეიშვილი: რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება. ოღონდ დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე. „ლელო“ ნაღდად არ იქნება ამ დიალოგის ინიციატორი

“ტაბულას„ რედაქტორი

„ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ოპოზიციაში განხეთქილებას ეხმიანება.

„რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება.

ოღონდ დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე.

ლელო ნაღდად არ იქნება ამ დიალოგის ინიციატორი.

ამ დიალოგის ინიციატორი იქნება ქართველი ხალხი, რომელიც რეჟიმს სხვა გზას არ დაუტოვებს“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ოპოზიციაში განხეთქილებაა. ამჯერად დაპირისპირება ლელოს განცხადებას მოჰყვა. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია ხელისუფლებასთან დიალოგზე ალაპარაკდა, პარალელურად კი, სხვები ულტიმატუმებს აყენებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიალოგს ხედავენ მხოლოდ ხელისუფლების გადაბარებისა და პატიმრების გათავისუფლების შემდეგ, მათ შორის ახსენებენ მიხეილ სააკაშვილს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ რადიკალებთან და კონსტიტუციის დამრღვევ ოპოზიციასთან სალაპარაკო არაფერი აქვთ.