ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები არის სურსათის უვნებლობის მიმართულებით აქტივობები, ასევე მცენარეთა დაცვისა და ფიტო-სანიტარული მიმართულებით და ვეტერინარიის მიმართულებით.
როგორც იაკობაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში განმარტა, სურსათის ეროვნული სააგენტო, ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთი მოწინავე სტრუქტურაა საქართველოში.
"სურსათი ეროვნული სააგენტო 2006 წელს დაარსდა და იმ ფორმაში, როგორშიც ახლა არის, 2011 წლიდან ფუნქციონირებს. სურსათი ეროვნული სააგენტოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები არის სურსათის უვნებლობის მიმართულებით აქტივობები, ასევე მცენარეთა დაცვისა და ფიტო-სანიტარული მიმართულებით და ვეტერინარიის მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო, ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთი მოწინავე სტრუქტურაა საქართველოში. ასევე მინდა გითხრათ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო წარმოდგენილია მრავალ საერთაშორისო პლატფორმაზე და გაწევრიანებულია მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში, საიდანაც ჩვენ გვყავს მოწვეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპერტი, ჩვენი პროგრამის განხორციელების პროცესში, რომელიც პერიოდულად ჩამოდის და ეცნობა ჩვენს საკითხებს. ჩვენ მისგან ველოდებით რეკომენდაციებს ძაღლების ჰიპერ პოპულარიზაციის მართვის პროცესის განმავლობაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სურსათის ეროვნული სააგენტო ISO 9001-ის მფლობელია, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ძალიან მცირე რაოდენობის სტრუქტურას აქვს სერტიფიკატი, რომელიც წარმოადგენს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებს და ამ სტანდარტების მიმართულებით ავითარებს შიდა სამსახურის ოპერირებას. ეს ხარისხის სტანდარტი აღებული გვაქვს, როგორც სურსათის მიმართულებით, ასევე ვეტერინარიის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.