სულხან თამაზაშვილმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

სულხან თამაზაშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი წარუდგინა.

შსს-ს ცნობით, სულხან თამაზაშვილმა სააგენტოს ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, მომსახურების სააგენტოს დირექტორს შალვა კბილაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.