1769284719
„სწორი ინიციატივაა. ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი საჯარო დებატებთან დაკავშირებით
საჯარო დებატები სატელევიზიო სივრცეში. განახლებული ფორმატი და პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პირისპირ - პრემიერ-მინისტრის ინიციატივა პოლიტიკური შეფასებების თემაა.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად, ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებზე სრული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს.
მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ სადავო საკითხები დებატების ფორმატში იყოს განხილული, რადგან ეს სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ოპოზიციის ნაწილი პირობებს აყენებს, მეორე ნაწილი ინიციატივას ეთანხმება. უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ დებატებს შეუძლია, გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში.
პრმიერ-მინისტრის ინიციატივას იწონებს პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
"მოუთმენლად ველით დისკუსიებს ყველა მნისვნელოვან საკითხზე - ეკონომიკურ, სგაარეო პოლიტიკაზე.
იმედია, რომ მრავალფეროვანი დებატები იქნება. სხვადასვხ პარტიების წარმომადგენლები და ისეთი ფორმატი ჩამოყალიბდება, სადაც შესაძლებელი იქნება პოზიციების გაშლა, ამომრცეველი შეძლებს დაინახოს განსხვავებები. მაშინაც, როცა ფორმატები, ან სხვა გარემოებები არ მოგვწონდა, მაინც ვირებდით მონაწილეობას იმიტმ, რომ დებატების გარეშე წარმოუდგენელია, ნორმალური პოლიტიკური პოცესი", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.











