ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
ევროკავშირის პრესსპიკერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოწოდებას გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ევროპელი კოლეგების პოზიციაა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ევროპაში ერთიანი პოზიცია არსებობს.
"სტრასბურგის გადაწყვეტილებები შეიძლება არსებობდეს, რომელთაც ჩვენ არ ვეთანხმებით. ეს რაღაც გამონაკლისი შემთხვევა არ არის, რამდენიმე ასეთი გადაწყვეტილება გვიხილავს ჩვენ. თუმცა, რაც შეეხება ზოგად ფონს, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ევროპელი კოლეგების პოზიციას. ევროპული ინტეგრაციის პროცესიც იმიტომ არის შეჩერებული და იმიტომაც აღარ არის მაღალ დონეზე ურთიერთობები საქართველოსა და ევროპას შორის, რომ ძალიან მკაფიო, ერთიანი პოზიცია არსებობს ევროპაში ზოგადად პროცესზე. პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან ყველანაირი მეთოდებით. ეს ისეთი ფაქტია და ისეთი პოზიციაა, რომელსაც ვერანაირი კონკრეტული გადაწყვეტილებები ვერ შეცვლის,“ - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
შეფასება გააკეთა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ.
"ბოდიში, მგონი, თვითონ აქვთ მოსახდელი, პირველ რიგში ქართველი ხალხის წინაშე, რომ პირველად ჩვენმა ქვეყანამ იცვალა გეზი დასავლეთიდან და შეურაცხყოფის წარმოუდგენელი კორიანტელი, ნიაღვარი მომდინარეობს დასავლური სტრუქტურების მიმართულებით, რაც რეალურად, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ მომავალს და იმ პერსპექტივას, რომელიც გვქონდა დასავლური ინტეგრაციის კუთხით," - აცხადებს გიორგი სიორიძე.