სტამბოლის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს - დიდთოვლობის გამო, თვითმფრინავები დაფრენას ვერ ახერხებენ

თურქეთი

თურქეთში უამინდობა გრძელდება. სტამბოლში, საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი, დიდთოვლობის გამო, შეფერხებით მუშაობს.

თურქული მედიის ინფორმაციით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკები თოვლით არის დაფარული, რის გამოც თვითმფრინავები დროულად დაფრენას ვერ ახერხებენ.

მედიის ცნობით, რამდენიმე თვითმფრინავს აეროპორტის თავზე ტრიალი მოუწია, რათა აეროპორტის ტექნიკურ პერსონალს დასაფრენი ბილიკი გაესუფთავებინა. ზოგიერთ თვითმფრინავს, შექმნილი ვითარების გამო, საწვავის პრობლემაც შეექმნა.

მედიაში პილოტებისა და აეროპორტის დისპეჩერების საუბრის ჩანაწერებიც გასაჯაროვდა.