მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
მმართველ გუნდში ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას აფასებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკური საჭიროებით იყო განპირობებული.
„მე მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური საჭიროებიდან ნაკარნახევი რეკომენდაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მისცა [ანტიკორუფციულ ბიუროს], იმიტომ რომ დასავლეთის გარკვეული წრეები მოითხოვდნენ, რომ კანონი დაირღვეს. სრული ორმაგი სტანდარტის ზეიმი არის დღეს საქართველოსთან მიმართებაში. ანუ, მათ მიერვე რეკომენდებული კანონების მიღება, აღსრულების მომენტში უკვე მათთვის მიუღებელია, იმიტომ რომ უკანონო საქციელსა და ქმედებას ეწევა არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა.