სოზარ სუბარი: საქართველოში არის თითქმის 8-ჯერ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე მოლდოვაში და ეს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონით ზრდის სხვაობას საქართველოს და მოლდოვას ეკონომიკას შორის

სოზარ სუბარი

პოზიტიურია განცხადებები მოლდოვას მიმართ, ნეგატიურია მოლდოვაში ეკონომიკური ზრდა. საქართველოში არის თითქმის 8-ჯერ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე მოლდოვაში და ეს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონით ზრდის სხვაობას საქართველოს და მოლდოვას ეკონომიკას შორის, შესაბამისად იზრდება კეთილდღეობის დონე საქართველოს და მოლდოვას მოქალაქეებს შორის, ეს აისახება ადამიანის უფლებებზეც ქვეყნის შიგნით, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„რაც შეეხება განცხადებებს, ამ განცხადებებს კარგად ვიცით ვინც აკეთებინებს ხოლმე, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენ ვისმენთ არაერთ განცხადებას ევროპაში გამოჩნდა ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და პარტია, რომლებსაც აეხილათ თვალი და იცავენ საქართველოს.

როდესაც საუბარია მოლდოვასა და საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შედარებაზე, საქართველო არის გაცილებით წინ და ყველა საერთაშორისო რეიტინგი ეს ჩანს, ხოლო თუ ვისაუბრებთ ეკონომიკურ წინსვლაზე აქ კიდევ უფრო დიდია სხვაობა, რადგან საქართველოში მოქალაქეების კეთილდღეობა ბევრად უფრო სწრაფად იზრდება. ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, რომ საქართველო 2030 წელს ამაყად, წელგამართული იყოს მზად ევროკავშირში გაწევრებისთვის“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.