რა ვალდებულებები ეკისრებათ შინაური ცხოველების მეპატრონეებს და რას შეამოწმებენ მონიტორები ბინაზე
1747921223
ეს იყო რეკეტის დაკანონებული სისტემა, რომელიც იყო დამყარებული შიშზე და უსიტყვო მორჩილებაზე, - ასე შეაფასა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა, კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი.
სუბარის განცხადებით, მოქალაქის მხრიდან პირველი უარი ნიშნავდა, რომ გაცილებით უარესი იქნებოდა შემდეგ შედეგი, ამიტომ უარის თქმა ვერავის უნდა გაებედა.
„პირველი უარი ნიშნავდა, რომ გაცილებით უარესი იქნებოდა შემდეგ შედეგი, ამიტომ უარის თქმა ვერავის უნდა გაებედა.შემდეგ უკვე ამ რეკეტით მოპოვებულს ნაწილს გააგზავნიდნენ ბიუჯეტში, მეორე ნაწილს ჩაიდებდნენ ჯიბეში და უფრო მეტი მაინც მიდიოდა უფრო თავისკენ. ეს სისტემა ჰქონდათ აწყობილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.